www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმაცევტული სახლი+
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

ფარმაცევტული კომპანია "ფარმაცევტული სახლი+" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ფარმაცევტულ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint Presentation);
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ლიდერული თვისებები; დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა; პროექტის მართვის უნარი;
** სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
** სამუშაოს სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება და მართვა;
** ბაზარზე  პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
** ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება; პროდუქტის რეკლამირება;
** გაყიდვების პერსონალის დატრენინგება; პროდუქტის შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
** სარეკლამო კომპანიებთან და ვიპ კლიენტებთან ურთიერთობა.

სამუშაო პირობები:

** საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
** გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
** სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა.  

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტოსურათით (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru