www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული კულტურის განვითარების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 თებერვალი

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს კორპორაციული კულტურის განვითარების განყოფილების უფროსის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორაციული კულტურის განვითარების მიზნით სხვადასხვა პროგრამებისა და აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება;
** კომპანიის შიდა კომუნიკაციის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; შიდა კომუნიკაციის არხების განვითარება და მართვა;
** თანამშრომელთა გუნდურობისაკენ მიმართული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** შეთანხმებული ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ან მარკეტინგის მიმართულებით;
** სასურველია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით არაფორმალური (ტრენინგი ან სხვა) განათლება; სასურველია პროექტების მართვის მიმართულებით არაფორმალური (ტრენინგი ან სხვა) განათლება;
** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა მენეჯერულ პოზიციაზე მარკეტინგის, PR-ის, პროექტების მართვის, შიდა კომუნიკაციების ან HR-ის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** კრეატიული, ინიციატორი
** ინოვაციური აზროვნება;
** დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 თებერვალი, 2019

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@evex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "კორპორაციული კულტურის განვითარების განყოფილების უფროსი".

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru