სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ხონი
სამუშაო განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 22 სერვისცენტრის მეშვეობით.
"კრისტალი" გთავაზობთ:
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
** სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
ძირითადი მოთხოვნები:
** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
** კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალობა, მოწესრიგებულობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 21 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/2v0r92TImJQnvsRN2. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.