www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი
მომწოდებელი: OSHE Georgia
გამოქვეყნდა: 4 მარტი / განცხადების ვადა: 27 მარტი

საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE GEORGIA) აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებულ პროგრამაზე.

პროგრამა შემუშავებულია "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის მოთხოვნებისა და საერთაშორის სტანდარტების შესაბამისად. პროგრამა არის ორთვიანი და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევ პრაქტიკულ კომპონენტებს, სულ - 130 საათს. პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

პროგრამის მიზანი - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება და საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სპეციალისტის ხარისხს მოიპოვებს და მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. მსმენელი ასევე მიიღებს სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი გადაუდებელი დახმარების სერტიფიკატებს.

ტრენინგს გაუძღვებიან გამოცდილი ექსპერტები: ვიქტორ რუსეცკი, ოთარ ქარჩავა, შოთა ნიჟარაძე, რატი ცქიტიშვილი, გიორგი ლეიმანი, ვალერიან ორბელაძე, რატი დოლიძე, ალექსი ჭიჭინაძე.

პროგრამის თემატიკა:

** შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
** ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში
** საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით
** სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა - აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
** პროფესიული დაავადებები- პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა, კონტროლი
** სახანძრო უსაფრთხოება
** ელექტრო უსაფრთხოება
** სიმაღლეზე მუშაობა
** ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
** შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები
** ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
** პირველადი სამედიცინო დახმარება
** დახურულ სივრცეში მუშაობის უსაფრთხოება
** ამწის და ამწე მექანიზმის უსაფრთხოება
** გარემოს დაცვა
** სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის უსაფრთხოება
** ჩანგლიანი დამტვირთველის მუშაობის უსაფრთხოება

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის დასაწყისი: 4 მარტი.
შემდეგი (III) ნაკადის დასაწყისი: 16 აპრილი.
ჩატარების დღე: სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი.
ჩატარების დრო: 18:30-22:00 (შაბათი 13:00-16:00)
ტრენინგის ღირებულება 1350 ლარი

ფასდაკლება:

** ერთი ორგანიზაციიდან 2 ან მეტი წარმომადგენლის დასწრების შემთხევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
** ასოციაციაში გაწევრიანებული ფიზიკური პირებისთვის, რომლებსაც 2017-2018 წლებში გავლილი აქვთ "შრომის უსაფრთხოების მენეჯერთა მომზადების კურსი" მოქმედებს 50 %-იანი ფასდაკლება.

რეგისტრაციისათვის და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://oshe.ge/trainings/15

დამატებითი ინფორმაცია:

შრომის უსაფრთხოების სფეროში 3 წლიანი და მეტი გამოცდილების შემთხვევაში, მსურველებს შეუძლიათ მხოლოდ გამოცდის ჩაბარება და სერტიფიკატის მიღება. გამოცდაზე გასვლის საფასური 250 ლარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: oshegeorgia@gmail.com
ტელ: 591 543846



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru