www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული გადაწყვეტილების ბიზნეს კონსულტანტი
მომწოდებელი: RSM Georgia
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

"არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული გადაწყვეტილების ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია: შეგირდი (სტაჟიორი)
სამუშაო გამოცდილება: არ მოითხოვება

არესემ საქართველო სოლუშენსი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე საერთაშორისო აუდიტორული, საგადასახადო და კონსალტინგური ფირმების წევრია. ის ახორციელებს მსოფლიო დონის პროგრამული უზრუნველყოფის კონსალტინგსა და იმპლემენტაციას კლიენტ ორგანიზაციებში. კომპანია არის მსოფლიოს უმხსვილესი პროგრამული უზრუნველყოფის SAP-ის ვერცხლის პარტნიორი და წარმატებით ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ის იმპლემენტაციას. კომპანიას მიღებული აქვს SAP-ის სწრაფი სტარტის ნომინაცია და ასევე, წინა წლების შედეგების საფუძველზე დაიმსახურა ჯილდო "ყველაზე მეტი ახალი კლიენტი" რეგიონში. კომპანია იძენს უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო პარტნიორს და დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე გახდა ინდუსტრიული ექპერტი.

"არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული გადაწყვეტილების ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია უზრუნველყოფს შეგირდის მომზადებას გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

პოზიციის მოვალეობები:

კვალიფიკაციის ეტაპობრივი ამაღლების პარალელურად:

** მონაწილეობა დამკვეთი ორგანიზაციის ბიზნეს საჭიროებების შესწავლისა და ანალიზის პროცესში
** დამკვეთის მოთხოვნებისა და პროგრამული გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა
** გადაწყვეტილებების კონსალტინგისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა
** დამკვეთი ორგანიზაციის საბოლოო მომხმარებლების ტრენინგების ორგანიზებაში და ჩატარებაში მონაწილეობა
** გადაწყვეტილების რეალური ექსპლუატაციის გრძელვადიანი მხარდაჭერის გაწევაში მონაწილეობა

განათლება:

** სფერო: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები.
** ენები: ქართული და ინგლისური.
** ვაკანსიაზე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის აპლიკანტებიც.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.
** MS Office-ის ფლობა
** საბუღალტრო ან/და ERP სისტემების უნარ-ჩვევები განიხილება უპირატესობად

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პროაქტიური
** პრობლემის სწრაფად იდენტიფიკაციის და პრიორიტეტიზაციის უნარი
** დროის მართვის უნარი
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი

პოზიციის კარიერული ზრდის საფეხურები:

** მოსამზადებელი პერიოდი: შეგირდი ბიზნეს კონსულტანტი
** უმცროსი ბიზნეს კონსულტანტი
** ბიზნეს ანალიტიკოსი
** ექსპერტი ბიზნეს ანალიტიკოსი
** მიმართულების პარტნიორი

ჩვენ გთავაზობთ:

** მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** საინტერესო და მრავალმხრივ პროექტებზე მუშაობის გამოცდილების შესაძლებლობას
** კვალიფიციურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

სამუშაო განაკვეთი:

შეთანხმების შესაბამისად, სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00) და მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

შეგირდი ბიზნეს კონსულტანტის სამუშაო პერიოდი კვალიფიკაციის ამაღლებამდე 2-3 თვე, თვიური ანაზღაურება შეთანხმებით.

შერჩევის ეტაპები:

** გასაუბრება
** პრეზენტაციის წარდგენა

აპლიკაციის მიღება და CV/რეზიუმეს გამოგზავნა ხორციელდება მხოლოდ ვებ-გვერდზე ონლაინ შევსება/ატვირთვის გზით: აპლიკაციის შევსების ონლაინ ფორმა არესემ საქართველო სოლუშენსის ვებ-გვერდზე

მიღებული აპლიკაციების პირველადი დამუშავება ხდება ავტომატიზებული მეთოდით, ვაკანსიით გათვალისწინებული მოთხოვნების არ შევსების შემთხვევაში, აპლიკაცია ავტომატურად იბლოკება განხილვისთვის. აუცილებელი მოთხოვნების გარდა სათანადო წესით სრულად შევსებული ინფორმაციული აპლიკაცია განიხილება უპირატესობად.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru