www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწარმოს მენეჯერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა - აგრო-ქედა" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქედა
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო და ტექნოლოგიური პროცესების დაგეგმვა და მართვა
** ნედლეულის შესყიდვა, მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** პროდუქციის წარმოება კალკულაციის და რეცეპტურის შესაბამისად
** მისაღები ნედლეულის ხარისხის კონტროლი და წუნის დადგენა
** ყოველდღიური მონაცემების დამუშავება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა
** საწარმოო პროცესში ჩართული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი
** წარმოების თანამშრომლების სამუშაო საათების მონიტორინგი და ხელფასის გამოყვანა
** ბიზნეს პროცესების დალაგება და წარმოების დაგეგმარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (კვების ტექნოლოგიის ან წარმოების მენეჯმენტის მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru