www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერაციების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: გლდანი მოლი
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

შპს "გლდანი მოლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მართვის  მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სავაჭრო ცენტრისა და მასთან მდებარე ავტოსადგომის საოპერაციო  ნაწილის მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** საოპერაციო საქმიანობის მართვა კომპანიის შიდა პროცედურის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ნორმების დაცვის გათვალისწინებით;
** სავაჭრო ცენტრისა და მასთან მდებარე ავტოსადგომის საქმიანობის სტანდარტიზაციის ოპტიმალური, ეფექტური  მოდელის შემუშავება და დანერგვა წინასწარ განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით;
** დაქვემდებარებული დეპარტამენტების( თანამშრომლების) უსაფთხოებისა სამსახური, ტექნიკური ჯგუფი, ავტოპარკინგის საოპერაციო  ჯგუფი, პროექტების მართვის მენეჯერი) საქმიანობის მართვა და კონტროლი, დეპარტამენტებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და დოკუმენტბრუნვის პროცესების ოპტიმალური სქემის შემუშავება/დანერგვა;
** სავაჭრო ცენტრში  ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული პროექტების შესრულების ხარისხისა და ეფექტურობის მართვა, მათ შორის ბიუჯეტის  დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის ანალიზის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის საბოლოო დასტურის მისაღებად;
** არსებული და პოტენციური პარტნიორებთან, სერვისის მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და  თანამშრომლობა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით;
** სავაჭრო ცენტრის და ავტოსადგომის საოპერაციო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ოპერაციების მართვის მიმართულებით სერთიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს  პოზიციაზე;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი"

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტო სურათით, შემდეგ მისამართზე: hr.manager.mall1@gmail.com

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპერაციების მართვის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru