www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

სს "ოპპა" (ყოფილი "სს ნოვა ტექნოლოჯი") საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო აღწერილობა:

** საკადრო რეზერვების ფორმირება;
** ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ვაკანსიის განთავსება;
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრების დაგეგმვა, ჩატარება;
** ტესტირების საჭიროების შემთხვევაში მისი ორგანიზება/ჩატარება;
** ახალი კადრის მიღება კომპანიაში არსებული ყველა პროცედურის დაცვით;
** დაკავშირებული დეპარტამენტებისთვის/განყოფილებებისთვის ახალი თანამშრომლის შესახებ საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** მიღებული კადრისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** განყოფილების საკანცელარიო საქმიანობის მართვა, სხვადასხვა ტიპის ბრძანებების მომზადება, ინფორმაციის შესაბამის ბაზებში ასახვა, მუდმივი კონტროლი და განახლება;
** ადმინისტრაციული/საკანცელარიო საქმის წარმოება;
** ტრენინგების განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელებაში დახმარება და მონაწილეობა;
** HR განყოფილების სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში განყოფილების მხარდაჭერა ნებისმიერი პროექტის ფარგლებში;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია: რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** აკურატული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოქნილი (ახალ გარემოსთან ადვილად ადაპტირებადი);
** პრობლემების/კონფლიქტური სიტუაციების გამკლავების უნარი;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru