www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
თანდართული ფაილი: 07873_Application_form_1999535.zip
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ფუნქციები:

** კომპანიის სასწავლო ცენტრში სასწავლო პროცესის გამართულად, სტანდარტების და დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად წარმართვა;
** საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სასწავლო პროგრამების დამტკიცების პროცესში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში წარდგენილ პროგრამაში კორექტივების შეტანა;
** სტუდენტთა ცოდნის დონის შეფასების მეთოდების მუდმივი დახვეწა და დანერგვა;
** სასწავლო პროცესის წარმართვა დამტკიცებული სასწავლო პროგრამის და განრიგის მიხედვით, სასწავლო განრიგის შემუშავებაში მონაწილეობა;
** სტუდენტთა დასწრების აღრიცხვა, სასწავლო ცენტრის კოორდინატორის მიერ გაკეთებულ აღრიცხვასთან შედარება და სასწავლო პროცესის გამცდენი სტუდენტების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** სასწავლო პროცესში ხარვეზებისა და ნაკლოვანების გამოვლენა, მათი ანალიზი და შესაბამისი ღონიძიებების გატარება მათ აღმოსაფხვრელად;
** სასწავლო პროგრამების საპრეზენტაციო და საინფორმაციო მასალების შექმნა;
** საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ  განხორციელებულ საავიაციო უშიშროების გეგმიურ და არაგეგმიურ შემოწმებებში მონაწილეობა და სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამისი სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება;
** საქმიანობის სფეროში არსებული ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და დანერგვა;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** საავიაციო უშიშროების სფეროში მუშაობის სულ მცირე 3 წლის  გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** ​პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შესაძლებლობებისა დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** ეფექტური მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** თანამშრომელთათვის გვერდში დგომის, მოტივაციის და  სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი;
** ​დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი;

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:
** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს. 

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge;
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge;



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru