www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ლიდერ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

შპს "ლიდერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის თანამდებობაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ​პრისეილერად მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
** მართვის მოწმობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა; 
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება; 
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადების შემუშავება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება;
** შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდების კონტროლი.
** სავაჭრო ობიექტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება.

დამატებითი მოთხოვნები:

** აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი
** ანაზღაურება გამომუშავებით; (+ ბონუსები)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (ჩათვლით) 9-დან 18 საათამდე,

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე giorgi.bedoshvili@rambler.ru და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru