www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბაგრატი
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

შპს "ბაგრატი" წარმოადგენს კომპანია "სოფლის ნობათის" ოფიციალურ დილერს. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც  2010 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით.   კომპანიის საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის ​პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოთხოვნები:

** მანდილოსნები 25-დან 35 წლამდე
** უმაღლესი განათლება  
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის  უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა  B კატეგორიის მართვის  მოწმობა
** დაძაბულ გარემოში  მუშაობის უნარი
** სავალდებულოა  საკუთარი ავტომანქანა

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის განთავსების სტანდარტის კონტროლი
** ხარვეზების აღმოფხვრა
** სარეკლამო მასალების  ეფექტური გამოყენება
** ვადების  კონტროლი

პიროვნული თვისებები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლობის  მაღალი გრძნობა
** სწრაფად  ათვისებისა  და ადაპტაციის   უნარი
** კომუნიკაბელური

პირობები:

** კარიერული ზრდის პერსპექტივა.
** ანაზღაურება - 600 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Ltd.bagrati@mail.ru.  განაცხადის მიღების  ბოლო ვადაა 31 მარტი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ბათუმის მერჩენდაიზერი). წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მონაცემები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru