www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: SAP გადაწყვეტილების დეველოპერი
მომწოდებელი: RSM Georgia
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

"არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას SAP გადაწყვეტილების დეველოპერის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია: შეგირდი (სტაჟიორი)
სამუშაო გამოცდილება: არ მოითხოვება

არესემ საქართველო სოლუშენსი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე საერთაშორისო აუდიტორული, საგადასახადო და კონსალტინგური ფირმების წევრია. ის ახორციელებს მსოფლიო დონის პროგრამული უზრუნველყოფის კონსალტინგსა და იმპლემენტაციას კლიენტ ორგანიზაციებში. კომპანია არის მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის SAP-ის ვერცხლის პარტნიორი და წარმატებით ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ის იმპლემენტაციას. კომპანიას მიღებული აქვს SAP-ის სწრაფი სტარტის ნომინაცია და ასევე, წინა წლების შედეგების საფუძველზე დაიმსახურა ჯილდო "ყველაზე მეტი ახალი კლიენტი" რეგიონში. კომპანია იძენს უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო პარტნიორს და დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე გახდა ინდუსტრიული ექპერტი.

"არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას SAP გადაწყვეტილების დეველოპერის პოზიციაზე.

კომპანია უზრუნველყოფს შეგირდის მომზადებას გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

პოზიციის მოვალეობები:

კვალიფიკაციის ეტაპობრივი ამაღლების პარალელურად:

კომპანიაში დეველოპერების ძირითადი ამოცანაა არსებულ პროგრამულ პროდუქტში იმ პროგრამული დამატებებისა და ცვლილებების განხორციელება, რომელთა საჭიროებაც აუცილებელი ხდება ბიზნეს გადაწყვეტილების დანერგვის პროცესში. ასევე, იგი ახორციელებს ინტეგრაციას სხვა სისტემებთან, პროგრამული პროდუქტის ლოკალიზაციის სამუშაოებს, სპეციალური Add-on-ების შემუშავებას და სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება
** საბუღალტრო ან/და ERP სისტემების უნარ-ჩვევები განიხილება უპირატესობად

განათლება:

** ვაკანსიაზე განიხილებიან მესამე და დამამთავრებელი კურსის აპლიკანტებიც.
** სწავლების სფერო: ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები; კანდიდატს სასურველია აინტერესებდეს პროგრამირება ბიზნეს გადაწყვეტილებებში;
** ენები: ქართული და ინგლისური. რუსული ენის ცოდნა განიხილება უპირატესობად.

ჩვენთან მუშაობის განმავლობაში შეხება გექნათ მოცემულ პროგრამულ ენებთან/უნარებთან:

** C#
** SQL
** Java
** Javascript
** Windows და Linux სერვერებთან მუშაობა
** SAP SDK

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პროაქტიური
** პრობლემის სწრაფად იდენტიფიკაციის და პრიორიტეტიზაციის უნარი
** დროის მართვის უნარი
** სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი

პოზიციის კარიერული ზრდის საფეხურები:

მოსამზადებელი პერიოდი: შეგირდი დეველოპერი:

** უმცროსი დეველოპერი
** უფროსი დეველოპერი
** ექსპერტი ბიზნეს დეველოპერი
** მიმართულების პარტნიორი

ჩვენ გთავაზობთ:

** მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** საინტერესო და მრავალმხრივ პროექტებზე მუშაობის გამოცდილების შესაძლებლობას
** კვალიფიციურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

შეგირდი ბიზნეს დეველოპერის სამუშაო პერიოდი კვალიფიკაციის ამაღლებამდე 2-3 თვე, თვიური ანაზღაურება შეთანხმებით.

შერჩევის ეტაპები:

** გასაუბრება
** პრეზენტაციის წარდგენა

აპლიკაციის მიღება და CV/რეზიუმეს გამოგზავნა ხორციელდება მხოლოდ ვებ-გვერდზე ონლაინ შევსება/ატვირთვის გზით: აპლიკაციის შევსების ონლაინ ფორმა არესემ საქართველო სოლუშენსის ვებ-გვერდზე

მიღებული აპლიკაციების პირველადი დამუშავება ხდება ავტომატიზებული მეთოდით, ვაკანსიით გათვალისწინებული მოთხოვნების არ შევსების შემთხვევაში, აპლიკაცია ავტომატურად იბლოკება განხილვისთვის. აუცილებელი მოთხოვნების გარდა სათანადო წესით სრულად შევსებული ინფორმაციული აპლიკაცია განიხილება უპირატესობად.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru