www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - თურქული ენა B1
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი"  (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს ბათუმში"თურქული ენა B1"

მიმოხილვა:

მოცემული სალექციო კურსი წარმოადგენს თურქული ენის, როგორც მეორე უცხო ენის, ექვსსემესტრიანი პრაქტიკული კურსის მეექვსე ეტაპს. ეს სემესტრი, ერთი მხრივ, ემსახურება უკვე შეძენილი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნის გამყარება-გაღრმავებას, მეორე მხრივ კი, ქმნის საფუძველს იმ კომპეტენციების შესაძენად, რომლებიც კურსდამთავრებულს აუთენტურ ენობრივ-კულტურულ გარემოში ორიენტაციის საშუალებას მისცემს. კურსდამთავრებულს ექნება საკმარისი ენობრივი ცოდნა რიგი საკითხების გარშემო (აღმოჩენები, გამოგონებები, დედა ბუნება, კინო სამყარო, კულტურული მემკვიდრებები, დღესასწაულები და ა.შ.) შემოთავაზებული კურსი აქცენტირებულია ზოგადი ენობრივი (კომუნიკაციური, ლექსიკური, გრამატიკული) უნარების შეძენა-გაფართოება-სისტემატიზაციზე და ქმნის წინაპირობას B1 დონის (შეფასების ზოგადევროპული ერთიანი ჩარჩო) შესაბამისი ენობრივი კომპეტენციების ჩამოსაყალიბებლად.

ტრენინგის მიზანი:

კურსი ორიენტირებულია ზოგადი ენობრივი ცოდნის გამყარებასა და რიგი დამატებითი კომპეტენციების გამომუშავებაზე, რის საფუძველზეც კურსდამთავრებული უფრო პროდუქტიულად შეძლებს, ერთის მხრივ, თურქულენოვან მასალებზე (ტექსტობრივი, აუდიო, ვიდეო) მუშაობას და, მეორე მხრივ, თურქულ ენაზე მოსაუბრეებთან  ზოგადი თემების გარშემო კომუნიკაციას. სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეცნობა ძირითადი გრამატიკული ფორმების თუ სტრუქტურების ყოველდღიურ სიტუაციებში გამოყენების თავისებურებებს, იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს და ხვეწს კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს. ყოველივე ზემოთქული მოხდება კომპლექსური აუთენტური მასალის ფორმალურ-შინაარსობრივი განხილვა-დამუშავების საფუძველზე.

ტრენერი : ანა ახზალაძე

ტრენინგის თემატიკა:

** Edilgen Çatı (ვნებითი გვარი)
** (İşteş)+(Ettirgen)+(Edilgen) (საურთიერთო, იძულებითი ვნებითი გვარი)
** ერთობლივ-საურთიერთო მოქმედება, ვნებითი გვარი
** Ortaçlar (მიმღეობები)
** Zaman Ulaçları (დროის აბსოლუტივები)
** Dolaylı Aktarım (ირიბი ნათქვამები)
** Sebep Ulaçları (მიზეზის გარემოება)
** თუმცაობით-დათმობითი წინადადება

თითოეულ საკითხზე მსმენელებს მიეწოდება როგორც გრამატიკაული
მასალა, ასევე, შესაბამისი ტექსტები და სასაუბროები (მათ შორის აუდიოც).

ტრენინგის განრიგი:

** ტრენინგის დასაწყისი:  20 მარტი
** ტრენინგის ხანგრძლივობა:  3 თვე
** ჩატარების დღე: ოთხშაბათი,
** ჩატარების დრო: 10:00 -დან 13:00-მდე

ტრენინგის საფასური და რეგისტრაცია:

** გაიარეთ: ონლაინ რეგისტრაცია
** ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი
** ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, ტრენინგის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru