www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საავიაციო უშიშროების სისტემების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
თანდართული ფაილი: 07872_Application_form_2616638.zip
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უშიშროების სისტემების სპეციალისტი

სამუშაო გრაფიკი: ცვლის განრიგი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება

ძირითადი ფუნქციები:

** თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული  საავიაციო უშიშროების სისტემების გამართულად კანონმდებლობის, სტანდარტების, ნორმების, სახელმძღვანელოების და დებულებების შესაბამისად ექსპლუატაციის მუდმივი მონიტორინგი;
** საავიაციო უშიშროების სისტემებთან დაკავშირებული შესაბამისი სახელმძღვანელოების, დებულებების, ინსტრუქციების და დოკუმენტების მუდმივად განახლებული რედაქციით შენახვა;
** საავიაციო უშიშროების სისტემების მდგომარეობის, ფუნქციონირებისა თუ ექსპლუატაციის როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური შემოწმების განხორციელება;
** საავიაციო უშიშროების სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მისი დაკონფიგურირება თუ განახლება;
** საავიაციო უშიშროების სისტემების, როგორც მექანიკური, ისე პროგრამული გაუმართაობის შემთხვევაში მათი შეკეთება;
** საავიაციო უშიშროების სისტემების ინვენტარიზაციის და საავიაციო უშიშროების სისტემების ელექტრონული ბაზის დადგენილი წესით შექმნა და წარმოება;
** საავიაციო უშიშროების სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის საკითხებზე ამ სისტემებთან მომუშავე პერსონალის ინსტრუქტაჟი დადგენილი წესით, ასევე მათი ცოდნის დონის პერიოდული შემოწმება;
** საავიაციო უშიშროების სისტემების, მათთან დაკავშირებული საქონლისა თუ მომსახურების  მომწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ურთიერთობა საავიაციო უშიშროების სისტემების ექსპლუატაციის, ტექნიკური უზრუნველყოფისა თუ ზოგადად სიახლეების თაობაზე;
** მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით ინფორმაციის მომზადება;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ელექტრონიკის ან სხვა შესაბამის ტექნიკურ სფეროში);
** შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის  გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
** სასურველია სერთიფიკატი საავიაციო უშიშროების სისტემების ტექ. უზრუნველყოფის სფეროში.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** ​პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შესაძლებლობებისა დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** ეფექტური მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** თანამშრომელთათვის გვერდში დგომის, მოტივაციის და  სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი;

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:
** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook
** ოპერაციული სისტემების (WINDOWS XP, 7, 8.1, 10) ინსტალაცია და კონფიგურაცია.

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს. 

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge;
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge;



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru