www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე წილკანში.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: წილკანი

"Global Beer Georgia" (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი "აისი", "შავი ლომი", "კრუშოვიცე", ლიმონათი "ბერიკა". ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - "ჰეინეკენის" ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
** მოთხოვნების განსაზღვრა და შესყიდვების შესაბამისი დაგეგმვა;
** შესყიდვების პროცესის წარმართვა შესაბამისი წესების დაცვით და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** რისკების შეფასება და მართვა;
** შესაბამისი ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით;
** შესყიდვების მენეჯერად/ოფიცრად მუშაობის გამოცდილება (სასურველია FMCG სექტორში);
** სასურველია საბაჟო პროცედურების ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel).

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე, ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru