www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზეთის შემცვლელი
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

"ავტობანი" აცხადებს ვაკანსიას ზეთის შემცვლელის პოზიციაზე, ავტოსერვისში.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ "ავტობანის" გუნდის წევრი. ჩვენი კომპანიის მიზანია ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ზეთისა და ფილტრების შეცვლა.;
** სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა;
** სავალი ნაწილების შეკეთება;
** კომპანიაში არსებული პროდუქციის და ბრენდების ცოდნა;
** კომპანიაში არსებული პროდუქციის რეალიზაციაზე ზრუნვა;
** კომპანიაში არსებული მომსახურებების/სერვისების ცოდნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პროფილით.
** სასურველია პროფ-ტექნიკური განათლება შესაბამისი პროფილით;
** პუნქტუალური;
** მოტივირებული;
** შრომისმოყვარე;
** სწავლაზე ორიენტირებული; 

"ავტობანი" გთავაზობთ:

** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
** ფინანსურ სტაბილურობას;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას (პერიოდული გადამზადება საზღვარგარეთ);
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლებისთვის კომპანიაში არსებული მომსახურებების განსაკუთრებულ პირობებს;
** ანაზღაურება - ფიქსირებული და ყოველთვიური ბონუსი;
** შესაძლებელია კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიული სწავლებით;

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის 2 ეტაპს:

** კანდიდატთა პირველადი შერჩევა მიღებული რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება;

გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@autobani.com

სათაურის ველში (Subject-ში) აუცილებელია მიუთითოთ  ვაკანსიის სახელწოდება (ზეთის შემცვლელი), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru