www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას მღებავის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-დან 1600 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** ზედაპირების შეღებვა, რომლებიც მოითხოვს მაღალხარისხოვან დამუშავებას, გახეხვა და გაპრიალება საგოზავის და გრუნტის, საღებავების, ლაქების რამდენიმე ფენის წასმის შემდეგ;
** სურათების და წარწერების შესრულება ტრაფარეტების მიხედვით;
** გამფრქვევში საღებავის და ჰაერის ნაკადის რეგულირება;
** ნამზადის დაფარვა ლაქებით ბიტუმის საფუძველზე და ნიტროლაქებით;
** დახურული მოცულობების (ცილინდრების) ხელით გაწმენდა;
** ოპერაციათაშორისი დაცვა ფოსფატირებული გრუნტით;
** მარტივი ტრაფარეტების დამზადება.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ჰქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** მექანიზმების და მოწყობილობების (გამოყენებული ღებვის დროს) მოქმედების პრინციპი და გაწყობის მეთოდები კონსტრუქციებისთვის;
** ნამზადის შეღებვის და ლაქირების მეთოდები სხვადასხვა მასალისაგან და ნამზადის მომზადების პროცესი დამუშავებისათვის;
** ზედაპირების გაწმენდის პროცესი, უბრალო სხვადასხვა ტონის და ფერის საღებავების შედგენა;
** საღებავების ქიმიური შემადგენლობა და ფერების შერჩევა;
** ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები სამღებრო სამუშაოების ჩატარების პროცესში.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მღებავი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru