www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურსი - სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები
მომწოდებელი: ტრენინგების და მართვის საკონსულტაციო გუნდი
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

6-7 აპრილს "TMCT" გთავაზობთ საავტორო კურსს სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები.

კურსის მიზანია მონაწილეთათვის თანამედროვე მედიცინაში არსებული სამართლებრივი პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, საკანონმდებლო რეგულაციების განხილვა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.

კურსი განკუთვნილია როგორც პრაქტიკოსი იურისტებისთვის, ასევე ნებისმიერი პროფილის სამედიცინო დაწესებულების პერსონალისთვის.

კურსის ექსპერტი: ირმა გელაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; ბიოეთიკის საბჭოს წევრი; იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი; სამართლის დოქტორი; პროფესორი.

კურსი მოიცავს შემდეგ აქტუალურ საკითხებს:

** ინფორმირებული თანხმობა;
** კონფიდენციალობა;
** მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების უფლება;
** საექიმო შეცდომა;
** რეპროდუქციული უფლებები (აბორტი; სუროგაცია; ხელოვნური განაყოფიერება);
** სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.

მონაწილეებს სასწავლო კურსის მასალები მიეწოდებათ ელექტრონული ფორმით.
სწავლების მეთოდი - კურსი ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე. გამოყენებული იქნება ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები: "ბრეინშტორმინგი", დისკუსიები ფასილიტატორის ხელმძღვანელობით, კაზუსები/პრაქტიკული მაგალითები, პრეზენტაცია/ლექცია.

კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი: კურსი მოიცავს 12 საათს (8 სესიას).
სწავლება ხორციელდება არასამუშაო დღეებში.
I დღე - 6 აპრილი, 2019 (შაბათი/11:00- 17:00)
II დღე - 7 აპრილი, 2019 (კვირა/11:00 - 17:00)

სასწავლო კურსის დეტალური პროგრამა მონაწილეებს გადაეგზავნებათ სწავლის დაწყების წინ.

კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ TMCT-ის სერტიფიკატი.

კურსის საფასური - კურსზე მონაწილეობის საფასური შეადგენს 290 ლარს.
მოქმედებს "თი-ბი-სი ბანკის" განვადება.

კურსის განხორციელების ადგილი - ქ. თბილისი; ი. აბაშიძის ქ. 34.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ აპლიკაციის ფორმა შემდეგ ბმულზე:
https://goo.gl/forms/8ZzrJQ1yMyN2zCZp1

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 აპრილი, 2019 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ:
დაგვირეკოთ (+995 577) 111 401
ან მოგვწეროთ companytmct@gmail.com
https://www.facebook.com/TMCT

კურსის დროს თქვენ გელოდებათ მყუდრო, კომფორტული და რაც მთავარია - მეგობრული გარემო.

მხოლოდ ჩვენთან! თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, სამედიცინო სამართლის აქტუალურ საკითხებზე აიმაღლოთ კვალიფიკაცია, მიიღოთ თქვენთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია და კვალიფიციური რეკომენდაციები დარგის გამოცდილი ექსპერტისგან!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru