www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: სასტუმრო რუმსი ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

"სასტუმრო რუმსი ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.                     

დეპარტამენტი:  სასმელებისა და კვების დეპარტამენტი
პასუხისმგებელია:    სამრეცხაოს ცვლის უფროსის/სამრეცხაოს ზედამხედველის/ სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტის/სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერის მიმართ

სამუშაოს მიზანი:

მრეცხავი აქტიურად უნდა მუშაობდეს დეპარტამენტში ინდივიდუალური პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. პასუხისმგებელია გარეცხოს ჭურჭელი და შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები.

ძირითადი მოვალეობები:

** იყოს მეგობრული, კომუნიკაბელური და დადებითად განწყობილი თანამშრომლებისა და მომხმარებლების მიმართ;
** არ უნდა აგვიანებდეს სამსახურში და ეცვას სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** ევალება სარეცხი მანქანების მართებული გამოყენება და გაკონტროლება, არის თუ არა საკმარისი სარეცხი საშუალება სამუშაოს შესასრულებლად. ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
** დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის, ჭიქების რეცხვა და ა.შ.), რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
** გარეცხოს ყველა ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სახურავები დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
** პასუხისმგებელია სამუშაო ადგილის ჰიგიენასა და სისუფთავეზე;
** უნდა ჰქონდეს სრული ცოდნა ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების შესახებ;
** უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა, სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 6 აპრილამდე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr.kazbegi@roomshotels.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru