www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი

ფუნქციები:

** კომპანიის მაღაზიებსა და საწყობში შიდა ქსელის მონტაჟი და რეკონსტრუქცია;
** კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების, სასწორების, სალაროს ფისკალური აპარატების მონტაჟი და პროგრამულად გამართვა;
** სწრაფი გადახდის აპარატების მონტაჟი და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** OS ოპერაციული სისტემების: Windows XP, Windows 7, Windows 8.1 Windows 10 ცოდნა (სავალდებულო);
** ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ტექნიკის თანმდევი დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე (სავალდებულო).

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოხერხებულობა და სისხარტე;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორიენტირებულობა ახალი ტენდენციების გაცნობისა და პროფესიულ განვითარებაზე.

სხვა მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: HR@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  - უმცროსი IT სპეციალისტი

"ორი ნაბიჯი"  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru