www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის და კონტენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

სს "თიბისი დაზღვევა" სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას  სოციალური მედიის და კონტენტის სპეციალისტის პოზიციაზე

თუ გაინტერესებს ციფრული მარკეტინგი, გარკევული ხარ თანამედროვე ტრენდებში და გაქვს იდეები, როგორ შექმნა დასამახსოვრებელი კონტენტი სოციალური მედიისთვის, გელოდებით მარკეტინგის გუნდში!

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

** "თბს დაზღვევის" სოციალური მედია არხებისთვის (Facebook, Instagram, Linkedin, B Bot FB) კონტენტის დაგეგმვა და შექმნა;
** "თბს დაზღვევის" სოციალური მედია არხების მართვა, მიმდევრების ზრდა, მონიტორინგი და ა.შ.
** "თბს დაზღვევის" ვებ-გვერდების მართვა, ინფორმაციის განახლება და მონიტორინგი;
** სარეკლამო ფოტო/ვიდეო გადაღებების დაგეგმვა და შესრულება;
** ქოფირაითინგი, ბლოგების შექმნა;
** დიზაინერებთან, სარეკლამო სააგენტოებთან და Freelancer-ებთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი მე-3 კურსიდან მოქნილი გრაფიკით
** სასურველია გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯმენტის ან კონტენტის შექმნის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების  მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური  ენის ცოდნა;
** სასურველია  დიზაინერული პროგრამების საბაზისო ცოდნა: Photoshop, Illustrator;
** სასურველია ფოტოგრაფიისადმი ინტერესი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითობა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წერის უნარები.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სოციალური მედიისა და კონტენტის სპეციალისტი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru