www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯინჯერს
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

მარკეტინგულ სააგენტო "ჯინჯერსში" სოციალური მედიის გუნდის გაზრდა/გაძლიერების მიზნით ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს.

ჩვენ შესახებ მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ: https://gingers.ge/ka/ | https://www.instagram.com/gingers_ge/

რას აკეთებს ჯინჯერი სოც მედიის მენეჯერი?

** ამზადებს სოციალური მედიის სტრატეგიას კლიენტის სპეციფიკისა და ბიზნეს საჭიროებების გათვალისწინებით.
** მართავს და უვლის სოციალური მედიის გვერდებს, ზრუნავს გვერდის მომხმარებლის გამოცდილების სრულყოფაზე.
** ადგენს გვერდის კონტენტ კალენდარს, შესაბამისი პოსტების მოსამზადებლად მუშაობს დიზაინერების გუნდთან ერთად.
** სტრატეგიის შესაბამისად ადგენს სარეკლამო გეგმას, უშვებს რეკლამებს და თვალყურს ადევნებს კამპანიების მიმდინარეობას.
** ამზადებს რეპორტებს, რაციონალურად და არგუმენტირებულად აანალიზებს მიღებულ შედეგებს და ამის საფუძველზე გამოაქვს გაუმჯობესების რეკომენდაციები.
** აქტიურად ჩართულია კლიენტთან კომუნიკაციაში პროექტის მენეჯერთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად.
** იცის ყველაფერი იმ გვერდების შესახებ, რომელსაც მართავს, ყველა დეტალი, თავისებურება, სპეციფიკა, მომხმარებლის ქცევა.
** თვალყურს ადევნებს სიახლეებს და ცდილობს, დანერგოს ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში.

რა უნარებს და კვალიფიკაციებს უნდა ფლობდეს ჯინჯერი სოც მედიის მენეჯერი?

** ძირითად სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram) და მათ სარეკლამო პლატფორმებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** მარკეტინგის პრინციპების ცოდნა - პოზიციონირება. სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ა.შ.
** ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა.
** გამართულად წერისა და აზრის ლაკონურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
** ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა და წინადადებების გამართულად თარგმნის უნარი.
** ოფისის პროგრამების, განსაკუთრებით, Excel-ისა და PowerPoint-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.
** წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური დასკვნების გაკეთების, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** განვითარების და სიახლეების სწავლის სურვილი.

როგორი უნდა იყოს ჯინჯერი სოც მედიის მენეჯერი სულიერად?

** მოწესრიგებული
** პუნქტუალური
** ცნობისმოყვარე
** კომუნიკაბელური
** ინიციატივიანი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის ცოდნასა და კვალიფიკაციაზე.

დაინტერესებულმა ადამიანებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე hola@gingers.ge

უაღრესად მნიშვნელოვანია "subject" ველში მიუთითოთ რა პოზიციაზე აგზავნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru