www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზერვაციის აგენტი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების კომპლექსი "IOTA Hotels TBILISI" აცხადებს ვაკანსიას, რეზერვაციის აგენტის თანამდებობაზე.

"IOTA Hotels" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** ინდივიდუალური და ჯგუფური ჯავშნების მიღება "სასტუმრო იოტა"-ს  სტანდარტების დაცვით
** სასტუმროში არსებული ჯავშნების კონტროლი, კოორდინაცია და პროგრამაში ინფორმაციის სწორად ასახვა
** რეპორტების ყოველდღიური შემოწმება
** ​ჯავშნებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა
** ჯავშნების მონაცემების სისტემატიური შემოწმება/მონიტორინგი , ნებისმიერი წარმოქმნილი ცდომილების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება
** სტუმრების დახმარება სასტუმროს  ჯავშნის დაგეგმვაში, სასურველი ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდება - სასტუმროში დადგენილ ფასებთან  და დამატებით მომსახურებებთან დაკავშირებით
** პარტნიორი OTA-ს -განვითარება და მართვა, OTAs წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია
** არსებულ პარტნიორებთან ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემის  დროული აღმოფხვრა
** სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური, ვერბალური და  წერილობითი  კომუნიკაციის დამყარება
** საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციაში მყოფ  სხვა დეპარტამენტებთან გუნდური მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების  თავისუფალ დონეზე ფლობა (გასაუბრება წარიმართება აღნიშნულ უცხო ენებზე)
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
პრიორიტეტულია  სასტუმროს მართვის სისტემა  ფინა"-ში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
ანაზღაურება: 900 ლარი

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("რეზერვაციის აგენტი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA Hotels" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru