www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლუდის წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

"გლობალ ბიერ ჯორჯია"  აცხადებს ვაკანსიას ლუდის წარმოების ოპერატორის პოზიციაზე წილკანში.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: წილკანი

"Global Beer Georgia" (GBG)  ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულ პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი "აისი", "შავი ლომი", "კრუშოვიცე",  ლიმონათი "ბერიკა" ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - "ჰეინეკენის" ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ,  დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ლუდის წარმოების დადგენილი რეცეპტურის ცოდნა და ზედმიწევნით დაცვა;
** ლუდის წარმოების დროს ტექნოლოგიური პარამეტრების (ტემპერატურა, წნევა, ა.შ.) მუდმივი კონტროლი;
** დადგენილი ტექნოლოგიური სტანდარტებიდან გადახრების შესახებ ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივი ინფორმირება;
** ლუდის წარმოების პროცესის ამსახველი დადგენილი ფორმების შევსება;
** ლუდის ნიმუშების აღება;
** ლუდის წარმოების პროცესის სხვადასხვა სტადიაზე მიღებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი;
** დადგენილი სტანდარტების მიხედვით შიდა და გარე რეცხვების (CIP) ჩატარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე, ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru