www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმასრულებელი შეფი
მომწოდებელი: ადელანტე
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს აღმასრულებელი შეფის ვაკანსიას ფრანგული კაფე-რესტორნის ქსელისთვის.

აღმასრულებელი შეფი პასუხისმგებელი იქნება ქსელში შემავალი ყველა რესტორნის ფუნქციონირებაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** სამზარეულოს გუნდის მუშაობის ორგანიზება ხარისხისა და რაოდენობის თვალსაზრისი
** ქსელში შემავალი ყველა ფილიალისთვის სამზარეულოს გახსნისა და დახურვის პროცედურების შესრულება კომპანიის წესებისა და სტანდარტების მიხედვით
** სამუშაოს ადგილთან დაკავშირებული შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ყველა მიმართულებით
** ახალი კადრის მიღების პროცესის მართვა
** თანამშრომლების მომზადება, კონსულტირება, კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა სამუშაოს შესრულების გასაუმჯობესებლად
** მენიუში შემავალი კომპონენტების მომზადებისა და მირთმევის პროცესის კონტროლი სტანდარტების მიხედვით
** სამზარეულოს ხარჯების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ხარჯების შემცირების უზრუნველყოფა
** ყოველდღიურად საკვები პროდუქტის სიჯანსაღისა და ხარისხის შემოწმება
** საკვები პროდუქტის შესანახი ადგილებისა და მაცივრების კონტროლი და პროდუქტის შენახვის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა
** სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის კონტროლი
** ახალი რეცეპტების შემუშავება და მათი შესრულების ინსტრუქციის მიწოდება
** ფრანგულ მხარესთან მჭიდრო ურთიერთობა, მათი მხრიდან მოწოდებული ახალი რეცეპტების მიღებადა მათი ქართულ მენიუში შეტანა
** ახალი მენიუს შემუშავებაზე მუშაობა და მისი მომზადების პროცესის ორგანიზება
** პირველადი დახმარებისა და უსაფრთხოების ზომების ცოდნა

მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამზარეულოში
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამზარეულოში მენეჯერულ პოზიციაზე (სასურველია ევროპული მიმართულებით)
** საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა
** საოფისე პროგრამების კარგ დონეზე ფლობა

ანაზღაურება: 3000-დან (GEL/თვე, ხელზე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე: http://career.adelante.ge/Job/83? 4 აპრილამდე.

შენიშვნა: გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები შემოსვლისთანავე განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru