www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ენერგეტიკოსი, ინჟინერ-მექანიკოსი
მომწოდებელი: რამ პოლიტეკქს
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

ერთ-ერთი მსხვილი აზერბაიჯანული კომპანია "რამ პოლიტეკქს" - ი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას 4 ქვეყანაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ჩეხეთში და ირანში ტომრების წარმოების კუთხით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილური განვითარებისთვის ქართულ ბაზარზე.

შემოგვიერთდი შენც. ერთად ვიზრუნოთ კომპანიის განვითარებაზე.

ჩვენ გთავაზობთ ხანგრძლივ და სტაბილურ თანამშრომლობას!

1. ინჟინერ-ენერგეტიკოსი

ფუნქცია მოვალეობები:

** ორგანიზება საწარმოს ელექტრო მომარაგების და ექსპლუატაციის.
** მაღალი ძაბვის ელ. მომარაგების სწორად გათვლა სიმძლავრეების მიხედვით.
** ქვესადგურის სრულად მოწყობა.
** დაბალი ძაბვის გამანაწილებელი ფარიდან გამომავალი ძალური კაბელების კვეთის შერჩევა და მონტაჟი წარმოების საჭირო სიმძლავრეების მიხედვით.
** დაზგა დანადგარების უზრუნველყოფა ელ.ენერგიის მომარაგებით.
** ტექ.განყოფილების მომსახურე პერსონალის ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში.
** მაღალ ძაბვაზე მუშაობის გამოცდილება.
** 10 kv-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
** 10 kv-მდე და წარმოებაში ტექნოლოგიურ და პოზიციურ ჩარხებთან მუშაობის გამოცდილება.
** საშუალოდ 6-10 წელი მუშაობის გამოცდილება
** ასაკი 35-60 წლამდე

პიროვნული უნარ ჩვევები:

** დაკვირვებულობა და ყურადღებიანობა.
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

2. ინჟინერ-მექანიკოსი

ფუნქცია მოვალეობები:

** საწარმოში დაზგა დანადგარების გამართვა და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი.
** მექანიკების ტექნიკური შემოწმების ჩატარება.
** ხარვეზების დროულად აღმოჩენა და ხელმძღვანელობის ინფორმირება.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
** სხვა და სხვა ტიპის დაზგა-დანადგარების ნახაზების წაკითხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში
** სხვადასხვა სირთულის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა.
** ელექტრომექანიზმების ცოდნა.
** აუცილებლად ტექნიკური რუსული ენის ცოდნა.
** პოზიციურ დანადგარებთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
** შესაბამის პოზიციაზე არა ნაკლებ 5-8 წლის გამოცდილება.
** 30-60 წლამდე

პიროვნული უნარ ჩვევები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დაკვირვებულობა და ყურადღებიანობა.
** გუნდურად მუშაობის მუშაობის უნარი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, გასაუბრება მოხდება რუსულ ენაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო სურათით, სასურველია რუსულ ენაზე, შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info.rampolytex@gmail.com და თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრებაზე ჩასაწერად დარეკეთ 577 073 775



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru