www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს IT ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12.04.2019

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკში არსებული სისტემის და ბიზნეს პროცესების კარგი აღქმა
პროდუქტის მისაღებად საჭირო ბიზნეს პროცესების გამოკვლევა და შესაძლო ალტერნატივების ანალიზი
** IT პერსონალთან ერთად დაინტერესებული მხარეების საჭიროებების შესაბამისი ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება
** ბიზნეს-მოთხოვნების გარდაქმნა დეტალურ სისტემურ მოთხოვნებად და ტექნიკური დიზაინის სპეციფიკაციებად (ტექნიკური დავალება)
** პროგრამული გადაწყვეტილებების არსებულ სისტემებზე გავლენის ანალიზი
** ტექნიკური პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების შემუშავება
ვებ სერვისების სტრუქტურების შემუშავება/ანალიზი
** მონაცემთა ბაზებიდან მონაცემების ამოღება, ანალიზი და დამუშავება
** ტესტირების გეგმის და სატესტო სცენარების შედგენაში მონაწილეობის მიღება
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** IT ბიზნეს ანალიტიკოსად ან IT პროექტების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ბიზნეს ანალიზის და შესაბამისი მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა
** სასურველია Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერულ პროგრამებში Microsoft Project, Jira, Microsoft Visio, Microsoft SQL studio მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ფლობა

უნარები:

** ბიზნეს კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
** პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მიზანმიმართული, ორგანიზებული
** კომუნიკაბელური

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 12 აპრილის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge, სადაც სათაურის (Subject)ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru