www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი თი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

შპს "ჯი-თი ჯგუფი" არის 15 წლიანი გამოცდილების ბაზარზე დაარსებული სისტემური ინტეგრატორი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე, სერვისებსა და კონსალტინგზე დამყარებული გადაწყვეტილებების შემუშავება, დანერგვა და ფუნქციონირების მხარდაჭერა. "ჯი-თი ჯგუფი" ცნობილია უმაღლესი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკისა და მაღალი დონის აპარატურის მიწოდებით.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.gtgroupe.ge

მოვალეობები:

** კომპანიის კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მონაცემთა ბაზის შექმნა-განვითარება;
** ინფორმაციის გავრცელების არხების შექმნა-განვითარება;
** შემოთავაზებების შინაარსისა და ფორმის შექმნა-განვითარება;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის აქტივობების ორგანიზება;
** დამკვეთის მოთხოვნების გამოვლენა/ფორმირება და შეთავაზებების შექმნა-განვითარება;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** პირდაპირი გაყიდვების წარმოება პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების საშუალებით;
** კომპანიის კორპორატიული პროდუქტების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** ინდივიდუალური წინადადებების მომზადება კომპანიებისთვის;
** გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება არსებულ პერსპექტიულ კლიენტებთან;
** კომპანიის მასშტაბით, კორპორატიულ სეგმენტზე სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე info@gtgroupe.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru