www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს დიასახლისის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის მოედანი
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები:

** შიდა და გარე პერიმეტრის სისუფთავეზე ზრუნვა
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა

მოთხოვნები:

** ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)
** ყურადღებიანი და მობილიზებული 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინტენსიურ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე:  Rdateshidze@gmail.com  და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru