www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: სასტუმრო შერატონი ბათუმი
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

"სასტუმრო შერატონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილება:

დაცვის ოფიცერი

** ვიზუალური კონტროლის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს პერიოდული პატრულირება;
** საჭიროების შემთხვევაში შესაფერისი პირველადი დახმარების გაწევა;
** უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და დროული რეპორტირება;

მოთხოვა: ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა. სასურველია თურქული და რუსული ენის ფლობა.

2. სამეურნეო განყოფილება:

ოთახის დამლაგებელი

** სისუფთავის უზრუნველყოფა სასტუმროს ნომრებში - სტუმრის ოთახებში;
** ლოგინების ალაგება, თეთრეულის გამოცვლა;
** ავეჯისათვის მტვრის მოცილება;
** საფერფლის დაცლა;
** ნაგვის ყუთების დაცლა;
** სტუმრის ოთახებში საჭირო ატრიბუტის დამატება;
** სააბაზანოს დასუფთავება;

მოთხოვნა: ქართული ენის ცოდნა, სასურველია დამატებით უცხო ენის ცოდნაც.

საზოგადოებრივი ადგილების დამლაგებელი ქალი/მამაკაცი

** სისუფთავის უზრუნველყოფა სასტუმროში არსებულ საზოგადოებრივ ადგილებში;
** სხვა განყოფილებისთვის დახმარების გაწევა საჭიროების შემთხვევაში;
** იატაკის, მოგვა, მოწმენდა, მოპრიალება;
** ხალიჩების გაწმენდა მტვერსასრუტით;
** ოფისების დალაგება, გაწმენდა და ნაგვის გატანა;
** ტუალეტის დალაგება და საჭირო ინვენტარის დამატება;
** საჭირო აღჭურვილობის სწორი და უსაფრთხო გამოყენება.

მოთხოვნა: ქართული ენის ცოდნა, სასურველია დამატებით უცხო ენის ცოდნაც.

შვეიცარი/მებარგული

** სტუმრისთვის კარის გაღება და მისალმება;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით;
** სტუმრის ბარგის შეგროვება და სტუმრის ოთხაში მიტანა;

მოთხოვნები

** მოსმენის უნარი;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა. სასურველია თურქული და რუსული ენის ფლობა.

3. სამზარეულო განყოფილება:

მზარეული

** ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
** ინიციატივის წამოყენება ნებისმიერ დროს;
** დაკისრებული მოვალეობის ვადაში შესრულების უნარი.
** სამზარეულოში სისუფთავის უზრუნველყოფა.

ჭურჭლის მრეცხავი

** საკვების და სასმელების ოპერაციებში გამოყენებული ერთეულების გასუფთავება, გადატანა, შენახვა;
** სამზარეულოს და საწყობის ტერიტორიაზე სისუფთავის და წესრიგის დაცვა.

4. სპა:

ღია აუზის თანამშრომელი

** სტუმრების მიღება და რეგისტრაცია;
** სისუფთავის უზრუნველყოფა აუზის ტერიტორიაზე;
** სტუმართა დასწრებადობის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში სასტუმროს შიდა აუზზე მუშაობა;

მოთხოვნა: ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა. სასურველია რუსული და თურქული ენის ფლობა.

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია CV გამოგზავნოს შემდეგ მისამართზე: natia.stambolishvili@sheraton.com. გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru