www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზერვაციების მენეჯერი
მომწოდებელი: მიმინო თრეველ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

ტურისტული კომპანია "მიმინო თრეველი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის პოზიციაზე. 

კომპანიის შესახებ:

ტურისტული კომპანია "მიმინო თრეველი" შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

ორგანიზაცია დგას ორგანიზაციული ზრდის პერსპექტივის წინაშე და დასახული მიზნების განსახორციელებლად გვჭირდება შესაბამისი ადამიანური რესურსის აღმოჩენა და განვითარება. გთავაზობთ ამ ეტაპზე არსებული ღია პოზიციის აღწერილობას:

სამუშაოს აღწერილობა:

** სასტუმროებისა და კვების ობიექტების ჯავშნების მართვა;
** ​ჯავშნებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და კოორდინაცია როგორც  სასტუმროებთან და სხვა ობიექტებთან, ასევე პარტნიორ კომპანიებთან;

ვის ვეძებთ ჩვენ:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია  სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** აქტიური, კომუნიკაციის კარგი უნარით;
** მოწესრიგებული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
** სასიამოვნო და მყუდრო სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
** სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამითა და საკომუნიკაციო ხარჯების უზრუნველყოფით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com გთხოვთ,  სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ინტერვიუები დაიგეგმება მიღებული რეზიუმეების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru