www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრაციის მენეჯერი, შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი რაციონალი
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

ფარმაცევტული საწარმო შპს "ავერსი რაციონალი", რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU-სა და ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად და მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისკენ და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, იწვევს გუნდში სათანამშრომლოდ:

1. რეგისტრაციის მენეჯერს

რომელსაც შეუძლია:

** პრეპარატების სარეგისტრაციო დოკუმენტების მომზადება
** წარმოებისა და წამლის რეგისტრაციისათვის საჭირო მასალების თარგმნა ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე.
** წამლის სააგენტოსთან საქმიანი ურთიერთობა.

აუცილებელი კვალიფიკაცია:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (ფარმაცევტი/ექიმი)
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) სრულყოფილი ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში

2. შესყიდვების მენეჯერს

რომელსაც შეუძლია:

** ახალი, პოტენციური მომწოდებლების მოძიება, შედარება და ეფექტური ურთიერთობა
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და მართვა
** ბაზარზე პროდუქციის და ფასების შესწავლა
** მოთხოვნილი პროდუქციის ალტერნატივების მოძიება
** შესყიდვების/გაყიდვების ანალიტიკური ანგარიშების მომზადება
** საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა
** მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილეობა
** მომწოდებელთან/კლიენტთან მიზნის მისაღწევად, შესაბამისი აქტივობების და ღონისძიებების დაგეგმვა (შეხვედრები, პრეზენტაციები, ვიზიტები და ა.შ.)

აუცილებელი კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია - ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, ფინანსები, მედიცინა)
** უცხო ენის თავისუფლად ფლობა - ინგლისური, რუსული
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

პოზიციისთვის სასურველი უნარ-ჩვევები:

** ოპერატიული, პასუხისმგებლიანი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებული, აქტიური და შედეგზე ორიენტირებული
** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის და მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy.rational@aversi.ge

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.rational.ge

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru