www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ალიანსი
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტაციის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში (ORIS)
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება;
** კომპანიის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგების ზუსტი აღრიცხვა მოქმედი კანონმდებლობით, საბუღალტრო სტანდარტებით-ნორმატივებით და შიდა ინსტრუქციებით დადგენილი წესით;
** შემოსული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების სრული აღრიცხვა.
** საბუღალტრო-საფინანსო დოკუმენტაციის შენახვა და მთლიანობის დაცვა;
** დებიტორებსა და კრედიტორებთან შედარების აქტების წარმოება.
** სახელფასო უწყისების მომზადება
** იმპორტის დოკუმენტაციების დროულად გატარება საბუღალტრო პროგრამაში.
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამების (Oris) ცოდნა;
** საქართველოს საგადასახდო კოდექსის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** შრომისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;

რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: i.imamishi@alliancegroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრის თანაშემწე". წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკანტი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru