www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს მენეჯერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი
** სასტუმროში არსებული კვების ობიექტის მუშაობის კონტროლი
** სასტუმროს და მასში განთავსებულ კვების ობიექტებში (რესტორანი და ბარი)
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა
** თითოეული დეპარტამენტის (მიმღები, რესტორანი და ბარი, სამზარეულო, დასუფთავების დეპარტამენტი) მუშაობის ყოველდღიური მონიტორინგი შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხის შენარჩუნების მიზნით
** სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა
** სტუმართა კმაყოფილების ზრდაზე ორიენტირებულობა
** სასტუმროსთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის გონივრული და ეფექტური გზით გადაჭრა
** ტრეინინგ პროგრამების ორგანიზება სასტუმროს პერსონალის მუშაობის უნარ-ჩვევების გაზრდის მიზნით
** ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება ტოპ მენეჯმენტთან
** საჭიროების შემთხვევაში ახალი თანამშრომლების ორიენტირებისა და ადაპტაციის პროცესში დახმარება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** საერთაშორისო ჯავშნის სისტემბეში მუშაობის გამოცდილება (booking.com, tripadvisor.com e.t.c)
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Internet)

პიროვნული თვისებები:

** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru