www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანალიტიკური დეპარტამენტის ექსპერტი
მომწოდებელი: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება" წარმოადგენს დასაქმებულთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას.

ცხადდება ვაკანსია ანალიტიკური დეპარტამენტის ექსპერტის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციოლოგიური/სტატისტიკური ან ეკონომიკური ანალიტიკური კვლევებისა და დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;
** კანონპროექტების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა უწყებიდან/ორგანიზაციიდან მიღებულ  დოკუმენტებზე კომენტარებისა და მოსაზრებების დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალურ ან ეკონომიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** SPSS-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საკონკურსო თემატიკა:

** შრომითი სფეროს თანამედროვე გამოწვევები;
** საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წესდება (ხელმისაწვდომია ორგანიზაციის საიტზე - gtuc.ge);
** საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ანალიტიკური შეფასება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2019 წლის 31 მარტამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgitchanturidze@gtuc.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru