www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის უმცროსი ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სოკარ ენერჯი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ქსელის უმცროსი ადმინისტრატორის პოზიციაზე.

გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30   
ანაზღაურება:  1600 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
კატეგორია: საინფორმაციო ტექნოლოგიები;  ქსელის ადმინისტრირება

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული ქსელის აგებისა და გამართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა/უზრუნველყოფა;
** Cisco-ს ქსელური აღჭურვილობის გამართვა და ადმინისტრირება;
** ქსელისა და აპარატურის მონიტორინგი;
** ქსელის ოპტიმიზაცია;
** რეგლამენტური სამუშაოების ჩატარება, მომხმარებლების აღრიცხვის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება IT მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელი სერტიფიკატები -  CCNA; Cisco Associate Certifications (CCNA, CCNA Voice, CCNA Security)
** ენების ცოდნა: ინგლისური - თავისუფლად; რუსული - თავისუფლად.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** დროის მართვის უნარი.

გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება რუსულ ენაზე და დავიბარებთ შესაბამისი სერტიფიკატების მქონე პირებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე  (CV) გამოაგზავნეთ ინგლისურ ენაზე ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "უმცროსი სისტემური ადმინისტრატორის პოზიცია". წინააღმდეგ შემთხვევაში  თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია  ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

შპს "სოკარ ენერჯი" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
** შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru