www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტი
მომწოდებელი: პრობლემური აქტივების ბიურო
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

შპს "პრობლემური აქტივების ბიურო" აცხადებს ვაკანსიას საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში

შპს "პრობლემური აქტივების ბიურო" არის კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს პრობლემური პორტფელის მართვის მოქნილ სერვისს.კომპანიის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მისი გუნდი, რომელიც შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, ისინი სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული ზრდისთვის.

ანაზღაურება: 

** 300 ლარი + ბონუსი

სამუშაო გრაფიკი: ორი დღე სამუშაო, ორი დღე დასვენება(მცოცავი გრაფიკი)
სამუშაო საათები: 09:30-21:30(შესვენება 1სთ)

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ადგილზე კვება

ძირითადი მოვალეობები: 

** კლიენტებთან სატელეფონო კონტაქტი და მოლაპარაკების წარმოება;
** მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი; 
** კლიენტებისთვის პირობების შეთავაზება და რესტრუქტურიზაციის გაფორმება;
** დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;

მოთხოვნები: 

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია იურიდიული ან ეკონომიური განათლება; 
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები: 

** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი. 
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი; 
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა; 
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: makoshaiashvili@gmail.com.

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru