www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი ფოტოგრაფებისთვის - იქ ვართ, საითაც მივდიოდით
მომწოდებელი: კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

ფოტოგრაფიის კულტურის ცენტრი "PhotoCULT"-ი მიუნხენში მდებარე უკრაინის გენერალურ საკონსულოსა და კულტურის ცენტრ "Pasinger Fabrik"-თან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი ფოტოგრაფებისთვის.

კონკურსის თემა: "იქ ვართ, საითაც მივდიოდით. ხვალინდელი დღის გადახედვა".

ჩვენ გვავიწყდება. ვესწრაფვით უკეთესს და ამასობაში იგნორირებას ვუკეთებთ ფაქტს, რომ მომავალი სწორედ ისეთია, როგორადაც მას გუშინ ვქმნიდით. მაგრამ გუშინ ფიქრის ხასიათზე არ ვიყავით. ის წერტილი, რომლიდანაც მომავალს ვუყურებთ, ყოველთვის აწმყო დროშია. ამიტომაც ძნელია ხვალინდელი დღის გუშინდელი გადმოსახედიდან ყურება. ჩვენ ვცდილობთ, დავშორდეთ, დავეხსნათ და განვიკურნოთ წარსულის ტრავმებისგან ისე, როგორც ამას საშინელი დაავადების შემთხვევაში გავაკეთებდით, მაგრამ ვერ ვამჩნევთ, რომ მკურნალობის მაგივრად მხოლოდ სიმპტომებისა და ზედაპირული გამოვლინებებისგან თავის დახსნას ვახერხებთ. ამას რა მოჰყვება? ისტორიული ციკლი იმავე ადგილას გვაბრუნებს და იგივე სიმპტომებს გამოავლენს, უსიამოვნო მოგონებებს იმავე ღრმა გაუცხოებასთან მივყევართ. მეხსიერება ქვებით სავსე გადასაგდები ჩემოდანი არაა. ის იმ შინაგან კოდს უკავშირდება, რომელიც ცვლილებების პერსპექტივას გვიჩვენებს.

კონკურსის თემა "იქ ვართ, საითაც მივდიოდით. ხვალინდელი დღის გადახედვა" მიზნად ისახავს, განიხილოს დემოკრატიული გარდაქმნების საკითხი რუსეთის მხრიდან აგრესიის ობიექტ სამ ქვეყანაში: უკრაინაში, საქართველოსა და მოლდავეთში. კონკურსის შედეგად უნდა მოხდეს მეხსიერების შენარჩუნების კულტურის განხილვა და გააზრება, კრიტიკული შეხედულებების გაზიარება და იმის გაგება, რომ ჩვენი წარსული მუდამ ჩვენთან იქნება. მომავალი განვითარება და მშვიდობის დამყარება მხოლოდ მოგონებების გააზრებისა და მიღების შემდეგ, წარსული შეცდომებისთვის თავის არიდების საშუალებითაა შესაძლებელი.

კონკურსის გამარჯვებულებს ექსპერტთაგან დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს. პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოლდავეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან თითო-თითო ფოტოგრაფი შეირჩევა.

გამარჯვებულთა ნამუშევრები გამოიფინება მიუნხენში, კულტურის ცენტრ "Pasinger Fabrik"-ში გამართულ ჯგუფურ გამოფენაზე 2019 წლის 3 ივლისიდან 15 სექტემბრამდე. გამარჯვებულები მიწვეული იქნებიან გამოფენის გახსნაზე, სადაც გაიმართება მათთან შეხვედრა და ისინი ადგილობრივი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს გაიცნობენ. კონკურსის ორგანიზატორები დაფარავენ გზისა და საცხოვრებელ, ფოტოების დაბეჭდვისა და მათი ჩარჩოებში ჩასმის, კატალოგის ბეჭდვის (250 ეგზემპლიარი) ხარჯებს.

მონაწილე ფოტოგრაფების ნამუშევრები ასევე წარმოდგენილი იქნება "Pasinger Fabrik"-ის გალერეაში გამოფენის "იქ ვართ, საითაც მივდიოდით. ხვალინდელი დღის გადახედვა" ფარგლებში გამართულ სლაიდშოუს დროს.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში?

განაცხადი უნდა შეივსოს ბმულზე, ინგლისურ ენაზე.

გამოგზავნილი ფოტოების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20-ს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიგზავნოს ერთი ვიზუალური და/ან კონცეპტუალური იდეის გარშემო გაერთიანებული ფოტოპროქტები. გაგზავნილი ფოტოები უნდა პასუხობდეს კონკურსის თემასა და მიზნებს. გარდა ფოტოებისა, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ორგანიზატორებს უნდა გაუგზავნონ პროექტის კონცეფციის ტექსტი ინგლისურ ენაზე (300 სიტყვამდე). გამოსახულებების ფორმატი: სიგანე 1500 პიქსელი, jpeg, თითო გამოსახულების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 500kb-ს. გაგზავნილი ფაილის დასახელების მაგალითი: ფოტოებისთვის - "surname_photoproject name_1" ("გვარი_ფოტოპროექტის სახელი_1"); ტექსტისთვის "surname_photoproject name" ("გვარი_ფოტოპროექტის სათაური"). ყველა ფოტო და კონცეფციის ტექსტი უნდა აიტვირთოს ფაილების გაზიარების ვებგვერდზე და უნდა მოხდეს ბმულის მითითება ონლაინ განაცხადში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 25 აპრილის 23:59 ჩათვლით კიევის დროით.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება "PhotoCULT"-ის ვებგვერდზე 2019 წლის 1 მაისს. კონკურსის მონაწილეებს ორგანიზატორები შედეგებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეატყობინებენ.

კონკურსის გამარჯვებულებმა მაღალი რეზოლუციის (საბეჭდად გამოსადეგარი) ფაილები ორგანიზატორებს უნდა გადაუგზავნონ კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან არა უმეტეს 3 დღის განმავლობაში. მათ დაეგზავნებათ ინფორმაცია მიუნხენის ვიზიტის დეტალების შესახებ. უცხოეთში გასამგზავრებელი დოკუმენტების (პასპორტი და ვიზა) მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა მოხდება თავად გამარჯვებულების მიერ.

კონკურსში მონაწილეობით განმცხადებლები აცხადებენ თანხმობას, რომ გაგზავნილი ნამუშევრები ორგანიზატორების მიერ შესაძლოა, გამოყენებულ იქნას არაკომერციული მიზნით კონკურსის "იქ ვართ, საითაც მივდიოდით. ხვალინდელი დღის გადახედვა" და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას.

კონკურსის ჟიური:

** ვლადიმირ შეიკო (Volodymyr Sheiko) - კულტურის პროექტების მართვის, მარკეტინგისა და კომუნიკაციის ექსპერტი. მუშაობდა დიდი ბრიტანეთის კულტურისა და განათლების სფეროს წარმდგენი საერთაშორისო ორგანიზაციის ბრიტანეთის საბჭოს (British Council) უკრაინის ოფისში. 11 წლის განმავლობაში იყო მარკეტინგის კომუნიკაციის განყოფილების უფროსი; სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ხელოვნების პროგრამების მენეჯერი; ხელოვნების პროგრამების დირექტორი უკრაინაში. შეიკოს დიდ ბრიტანეთსა და ევროპის 15 ქვეყანაში განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი და ღონისძიება კულტურის სფეროში. მათ შორისაა გამოფენები, სახელოვნებო რეზიდენციები, კინოფესტივალები, სტაჟირებები, კონცერტები, ლიტერატურული პროგრამები, სასწავლო პროგრამები, თეატრალური დადგმები. ამჟამად ის არის უკრაინის ინსტიტუტის დირექტორი.
** შტეფან-მარია მიტენდორფი (Stefan-Maria Mittendorf) - ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი, 2001 წლიდან თანამედროვე ხელოვნების კურატორი. ამჟამად მუშაობს კურატორად მიუნხენში, კულტურის ცენტრში Pasinger Fabrik.
** ანა გაიდაი (Anna Gaidai) - კურატორი, კულტურის მენეჯერი. არასამთავრობო ორგანიზაციის ფოტოგრაფიის კულტურის ცენტრის "PhotoCULT"-ის დამაარსებელი და პროექტების მენეჯერი. ორგანიზაციის მიზანია კულტურის სფეროში ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა, გამოფენების, ფესტივალების, დისკუსიების, საგანმანათლებლო პროგრამების, პორტფოლიოების განხილვების, ფილმების ჩვენებების, ფოტოწიგნების პრეზენტაციების განხორციელება. გაიდაი იყო "ChernihivPhotoFest"-ის თანაორგანიზატორი (2011), უკრაინაში პორტფოლიოების განხილვების (2011-2013) ორგანიზატორი, ფოტოგრაფიისა და ვიზუალური კულტურის საერთაშორისო ფესტივალის "VIZII" კურატორი და თანაორგანიზატორი (2013), ფოტოგრაფიის ფესტივალების "ჩეხური ფოტოგრაფიის დღეები", "ლიტვური ფოტოგრაფიის დღეები" (2012) ორგანიზატორი, საერთაშორისო პორტფოლიოების განხილვების მონაწილე (ბრატისლავა, კაუნასი, ვენა), გამოფენისა და სახელოვნებო წიგნის "ღია წერილი. შიშველი ემოციები" კურატორი (2015), ევროკავშირის პარტნიორობის პროგრამის მიერ დაფინანსებული კულტურის სფეროს ლიდერების პროგრამის "კულტურა და კრეატიულობა" პარტნიორი.

კონკურსი ტარდება უკრაინაში, მოლდავეთსა და საქართველოში ფოტოგრაფიის კულტურის ცენტრის "PhotoCULT"-ის მიერ მიუნხენში მდებარე უკრაინის გენერალური საკონსულოსა და მიუნხენის კულტურის ცენტრის "Pasinger Fabrik"-ის ინიციატივით.

მედია პარტნიორები: "ART-PLOSHADKA" (მოლდავეთი), "კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია" (საქართველო)

კონტაქტი:

ფოტოგრაფიის კულტურის ცენტრი "PhotoCULT"
თანადამფუძნებელი, კურატორი - anna.gaidai@photocult.com.ua
http://photocult.com.ua/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru