www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - ციფრული მარკეტინგი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

ციფრული მარკეტინგი

ტრენინგის შესახებ:

თანამედროვე ციფრული სივრცე განსხვავდება რეალურისგან როგორც შესაძლებლობების, ისე მომხმარებლის ქცევის თვალსაზრისით. შესაბამისად, ბრენდებისთვის სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მათი მარკეტინგული მიქსის ტრანსფორმაცია ციფრული სივრცისთვის, სადაც საშუალება აქვთ, შექმნან ახალი ღირებულება თავიანთი მომხმარებლებისთვის.

"ციფრული მარკეტინგის" კურსი მოიცავს პრეზენტაციებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს, სადაც დამსწრეები შეძლებენ, რომ შეისწავლონ ციფრული მარკეტინგის საფუძვლები. მიიღებენ საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რაც საშუალებას მისცემთ, წარმატებით გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც ციფრული სივრცე ქმნის.

აღნიშნული პროცესი მოიცავს სიტუაციის ანალიზს, კონკრეტული მარკეტინგული მიზნების დასახვას, მათი მიღწევის სტრატეგიის შემუშავებას, ტაქტიკური ნაბიჯების განსაზღვრას, კონკრეტული ქმედებების შესრულებასა და კონტროლისა და შეფასების მექანიზმების შექმნას.

ტრენინგის თემატიკა:

** ციფრული მარკეტინგის არსი და მისი შემადგენელი ნაწილები
** ციფრული მარკეტინგი და მომავალი ბიზნესი.
** ციფრულ სივრცეში მარკეტინგული სტრატეგიის ქონის მნიშვნელობა ბრენდისთვის
** ციფრული კომუნიკაციის ხელსაწყოების მუშაობის პრინციპები და შესრულების შეფასების მაჩვენებლები.
** ქართული და საერთაშორისო ბრენდების ციფრული მარკეტინგის მიმოხილვითი ანალიზი (პრაქტიკული ნაწილი: Case-ების გარჩევა)
** მყიდველზე მორგებული მარკეტინგული სტრატეგია. Direct two Consumer (D2C)
** ციფრული კომუნიკაციის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანი პრინციპების შესწავლა
** სეგმენტიზაცია და თარგეთირება. Facebook Business Manager, Google AdWords, Google Analytics.
** Smart მიზნების დასახვა 5S მეთოდოლოგიის შესაბამისად
** Online Value Proposition.
** ბრენდის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიული დაგეგმარება STOP და SIT მეთოდოლოგიით
** ვინ რას აკეთებს სოციალურ მედიაში. Facebook, Twitter, LinkedIn
** ბრენდის ციფრული მარკეტინგის ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღება მარკეტინგული მიქსის ტრანსფორმაციის, საკომუნიკაციო მიქსისა და სრული საკომუნიკაციო გეგმის ჭრილში.
** ციფრული მარკეტინგის აღსრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული პროცესები, როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარე სააგენტოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
** როგორ მუშაობს კრეატიული სააგენტო. სააგენტოების კონკურსები და რეალური ქეისის ამოხსნა.
** შედეგების გაზომვისა და კონტროლის მექანიზმი
** საქართველოს რეალობაში განხორციელებული პროექტების ქეისური ანალიზი
** ფინალური პრეზენტაცია. შესასრულებელი დავალების მოტანა.

კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთევრებულს შეეძლება, გაიაროს სრული პროცესი კონკრეტული ბრენდის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისთვის; შეიძენს ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მაჩვენებლების მნიშვნელობის ანალიზის უნარს; მიიღებს ფართოდ გავრცელებული ციფრული მარკეტინგის ხელსაწყოების გამოყენებისთვის საჭირო ცოდნას; ექნება სიღრმისეული ცოდნა, თუ როგორ შეიძლება "მიწვდე" სასურველ სამომხარებლო სეგმენტს, შემოიყვანო ინტერაქციაში და მიაღწიო სასურველ მარკეტინგულ შედეგს, სხვადასხვა ციფრულ არხებში განსხვავებული ციფრული პროდუქტების მეშვეობით; მზად იქნება ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა კომპონენტთან შეხებისთვის რეალურ ცხოვრებაში.

სასწავლო კურსის ფორმატი:

1.5 საათი - ლექცია, დისკუსია
1.5 საათი - ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია (კვირაში 2-ჯერ)

ტრენერები:

გიორგი კარანაძე:

** ჩემი რვა წლიანი სწავლა-მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ტალინის უნივერსიტეტში ორწლიანი მაგისტრატურაა, რომლის განმავლობაში ყველაზე ახლო შეხება მქონდა ციფრულ მარკეტინგთან. იქ დავამთავრე კომუნიკაციებისა და მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა. ვმუშაობდი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიაში, კომუნიკაციებისა და ციფრული მარკეტინგის გუნდში.
** ამჟამად ვარ "რედბერის" სტრატეგიულ გუნდში. დანარჩენ როკეტმენებთან ერთად ვცდილობ, შევქმნა ისეთი ციფრული სარეკლამო გარემო, სადაც ყველანი ჰარმონიულად ვიცხოვრებთ.

ალექსანდრე კვეტენაძე:

** 2016 წელს დავამთავრე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი მარკეტინგის მიმამრთულებით. მეოთხე კურსიდან ვმუშაობ "რედბერიში". აქ მუშაობის ორ წელიწად-ნახევარში მივიღე უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება, როგორ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სხვადასხვა სტილისა და მიზნების მქონე ციფრული კამპანიები.
** ამჟამად ვარ ციფრული რეკლამირების გუნდის უფროსი და "რედბერის" გუნდთან ერთად ვცდილობ, დავეხმარო ჩვენს კლიენტებს, იყვნენ წარმატებულები ციფრულ სამყაროში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი - ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი - ტრენინგის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 14 აპრილი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 13 აპრილი
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ხუთშაბათი, 19:00-22:00
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში. 

კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

** 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
** 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
** 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

დარეგისტრირდი აქ: https://trainings.ibsu.edu.ge/registration/


"IBSU Training Center"
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი"
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, 2, თბილისი 0131
ტელ.: 2 59 50 05/06 (120)
მობ.: (+995) 558 000 518
ელფოსტა: training@ibsu.edu.ge
http://www.trainings.ibsu.edu.ge/
https://www.facebook.com/IBSUTrainingCenter2011/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru