www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - საერთაშ. გადაზიდვები და ლოჯისტ. და საბაჟო ოპერაციები
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

საერთაშორისო გადაზიდვები & ლოჯისტიკური და საბაჟო ოპერაციები

ტრენინგის შესახებ:

ტრენინგის მიზანს წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვების ძირითადი ელემენტების შესწავლა, რომლის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება ცოდნა იმუშაოს სატრანსპორტო კომპანიებში, განახორციელოს იმპორტ-ექსპორტის ორგანიზება, რაც მოიცავს კლიენტებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობას; ტარიფების მომზადებას, შეკვეთების განთავსებას, ტრანსპორტის შერჩევას, ტვირთის მონიტორინგსა და საბუთების გაკონტროლებას, აგრეთვე განბაჟებისა და შიდა გადაზიდვის ორგანიზებას.

ტრენინგის თემატიკა:

** საერთაშორისო გადაზიდვა;
** შიდა გადაზიდვა;
** ტვირთის გადაზიდვა საზღვაო ტრანსპორტით, დოკუმენტაცია;
** ტვირთის გადაზიდვა სახმელეთო ტრანსპორტით, დოკუმენტაცია;
** ლოჯისტიკა და ლოჯისტიკური ოპერაციები;
** საბაჟო და კომერციული საწყობები;
** ტვირთის ჰანდლინგი;
** საბაჟო პროცედურები, რეჟიმები, ინკოტერმსები;
** საბაჟო დეკლარაცია;
** საბაჟო დოკუმენტაცია;
** საბაჟო განაკვეთები;
** საჰაერო გადაზიდვა და დოკუმენტაცია;
** გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთი, მოცულობითი წონის დაანგარიშება;
** თვითმფრინავის ტიპები;
** სახიფათო ტვირთების რეგულაციები;
** ცოცხალი ცხოველების გადაზიდვის რეგულაციები;
** სატრანსპორტო კომპანიები და ავიახაზების გაყიდვების აგენტი;
** ტვირთის ტრანსპორტირების ტარიფების დაანგარიშება: (გასაგზავნი ტვირთი, ჩამოსატანი ტვირთი).

ტრენერი: ირინე მელაშვილი

2009 წლიდან დღემდე "Camara Cargo"-ს დირექტორი; 2008-2009 წწ. "Eurasia Cargo" - კომერციული დირექტორი; 2006-2008 წწ. მენეჯერი "Eurasia Cargo"-ში; 2004-2006 წწ. Chief of Cargo Operations Department LTD Cargo "Lasare".

სერტიფიცირებული ტრენერი თემა: "სახიფათო ტვირთების გადაზიდვა";

საერთაშორისო დიპლომი IATA/FIATA

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი (გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი - ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი - ტრენინგის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე)
ტრენინგის დაწყების თარიღი: 14 აპრილი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 13 აპრილი
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ხუთშაბათი: 19:00 სთ.
სასწავლო მასალა უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.

კურსის გავლის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

** 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
** 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
** 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

დარეგისტრირდი აქ: https://trainings.ibsu.edu.ge/registration/

"IBSU Training Center"
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი"
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, 2, თბილისი 0131
ტელ.: 2 59 50 05/06 (120)
მობ.: (+995) 558 000 518
ელფოსტა: training@ibsu.edu.ge
http://www.trainings.ibsu.edu.ge/
https://www.facebook.com/IBSUTrainingCenter2011/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru