www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - ფინანსური მენეჯმენტი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

ფინანსური მენეჯმენტი

ტრენინგის შესახებ:

ფინანსური მენეჯმენტი ფინანსების მართვას გულისხმობს, რომელიც კორპორატიული გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ტრენინგი მიზნად ისახავს იმ პროცესების შესწავლას, რომელიც შედგება ისეთი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული ფუნქციებისაგან, როგორიცაა: ფინანსების დაგეგმვა/შეფასება, რესურსების ოპტიმიზაცია და საფინანსო კონტროლი, რაც თავის მხრივ ორიენტირებულია კომპანიის მფლობელის ქონების მაქსიმიზაციისათვის. აღნიშნული ტრენინგი უზრუნველყოფს ფინანსური გარემოს შეფასებას, რომელშიც კომპანია შეიძლება ოპერირებდეს, აგრეთვე ძირითადი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ფინანსური შეფასების ხელსაწყოების წარდგენასა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზს.

ტრენინგის თემატიკა:

** ფინანსური აღრიცხვის ძირითადი პრინციპები და ფინანსური უწყისები; საბალანსო უწყისის კომპონენტები, ორმაგი გატარება;
** საბალანსო უწყისის ფორმულა და მოგება-ზარალის უწყისთან არსებული კავშირი;
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა;
** ცვეთა და ცვეთის ცხრილი, მეთოდები;
** მოკლე და გრძელვადიანი ვალდებულებები და სესხის ამორტიზაცია;
** გადავადებული საგადახდო აქტივებისა და ვალდებულებების წარმოშობის მიზეზის დადგენა და ანალიზი;
** ფულის მოძრაობის კონტროლის სისტემები, უწყისი და მისი მომზადება;
** საინვესტიციო და საფინანსო ფულის მოძრაობა; საოპერაციო ფულის მოძრაობის პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდებით აღრიცხვა; ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი;
** ფირმისა და კაპიტალის მფლობელისათვის დარჩენილი თავისუფალი ფულადი სახსრების გამოთვლა;
** კომპანიის ფინანსური კოეფიციენტის ანალიზი;
** ფულის დროში ღირებულების კონცეფცია და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
** ფინანსური ინსტრუმენტები და სესხები; 
** პროცენტის მრავალჯერადი დარიცხვა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ფინანსური ცხრილების გამოყენება;
** ფინანსური მოდელის არსი, პრინციპები და სტრატეგია;
** ფინანსური მოდელის შედგენა და გამოყენების საფუძვლები;
** კომპანიის ღირებულებას, რისკსა და უკუგებას შორის არსებული კავშირის განხილვა;
** კაპიტალის ბიუჯეტირების ტექნიკა;

ტრენერი: ნათია ხელაია

** ფინანსურ სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია "ჯი არ დი სი"-ს ფინანსური მენეჯერი. მანამდე იყო სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალი"-ს ფინანსური მენეჯერი.
** 2014 - 2015 წლებში "შატო მუხრანი-"ს ფინანსური მრჩეველი;
** 2014 - 2015 წწ. მუშაობდა იარპის სისტემის დანერგვის ტრენერად. ამჟამად არის იმერეთის "გრინერის" ფინანსური დირექტორი.
** 2015 წლიდან "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ტრენერი: "ფინანსურ მენეჯმენტში"

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი (გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი - ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი - ტრენინგის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე)
ტრენინგის დაწყების თარიღი: 21 აპრილი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 20 აპრილი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00 სთ
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში. 

კურსის გავლის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

** 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
** 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
** 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

დარეგისტრირდი აქ: https://trainings.ibsu.edu.ge/registration/

"IBSU Training Center"
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი"
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, 2, თბილისი 0131
ტელ.: 2 59 50 05/06 (120)
მობ.: (+995) 558 000 518
ელფოსტა: training@ibsu.edu.ge
http://www.trainings.ibsu.edu.ge/
https://www.facebook.com/IBSUTrainingCenter2011/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru