www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული/B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ეიესბისი
გამოქვეყნდა: 7 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

შპს "ალტა"-ს შვილობილი კომპანია "ეიესბისი" აცხადებს კონკურსს კორპორატიული (B2B) გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ორგანიზება;
** Apple-ს პროდუქციის ცოდნა;
** პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების გამართვა, პროექტების და პრეზენტაციის მომზადება, მათი წარდგენა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების ორგანიზება;
** ტენდერებისათვის საბუთების მომზადება და მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** B2B გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

საქმიანი თვისებები:

** გამართული, თავდაჯერებული საუბარი;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა და/ან სწრაფი ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა და დაგეგმვა;
** კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** ურთიერთობების დამყარება და კონტაქტების მართვა;
** გაყიდვების ანალიზი და კვლევა.

სამუშაო პირობები:

** მუშაობა კომპანიაში, რომელიც შედის საერთაშორისო ჰოლდინგში;
** თვითრეალიზაციისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ახალგაზრდა მეგობრული გუნდი, რომელიც მუშაობს შედეგზე.

განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@asbc.ge 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru