www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი ვებ-გვერდის კრეატიული დიზაინისათვის
მომწოდებელი: საბროკერო კომპანია ველსი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

საქართველოში პირველი პროპ-ტრეიდინგული, "საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი" ვებ-დეველოპერებისა და ვებ-დიზაინერებისათვის აცხადებს კონკურსს კრეატიული დიზაინის შექნისათვის.

ჩართეთ თქვენი მხატვრული უნარები და დაგვეხმარეთ ვებ-გვერდის http://wealthinvest.ge/-ის სუპერ თანამედროვე, მრავალფეროვანი და ექსკლუზიური დიზაინის შექმნაში.

ვებ-გვერდი იქმნება პოტენციური ინვესტორების მოსაზიდად. აქ დატანილი დიზაინი და კონტენტი, როგორც ტექსტური, ასევე ფოტო-ვიდეო, უნდა შეესაბამებოდეს ფინანსური, საინვესტიციო პლატფორმის სტანდარტებს.

არავითარი კოპირება და მზა შაბლონების გადაწყობა - მხოლოდ ექსკლუზიური დიზაინი!

ჩვენ გაძლევთ შანსს, ჩაერთოთ ამ მარათონში, ჩვენს პროექტზე მუშაობისას განავითაროთ თქვენი უნარები და შესაძლებლობები, მოიპოვოთ უპირობო გამარჯვება და შესაბამისი ანაზღაურება.

განვიხილავთ ნებისმიერ იდეას და ყველაფერს, რასაც შემოგვთავაზებთ.

სავარაუდო დიზაინის შექმნის შემდეგ, თქვენ მობრძანდებით ჩვენს ოფისში და მოაწყობთ პრეზენტაციას. დაგვარწმუნეთ თქვენი იდეის უნიკალურობასა და უკონკურენტობაში და მიიღე სხვა სამომავლო ბენეფიტებიც.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოკლე ბიოგრაფიით და ასევე თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო შემდეგ მისამართზე:   vacancy@wt.ge.   

მეილის შინაარსის ველში გთხოვთ მიუთითოთ:"კონკურსი ვებ-გვერდის კრეატიული დიზაინისათვის". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ყველა შემთხვევაში გისურვებთ წარმატებებს, სასურველია ჩვენთან თანამშრომლობაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ.: 0322 040 040



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru