www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზონის/ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიას ზონის (ტექნიკური) მენეჯერის თანამდებობაზე. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საკურატორო ზონებზე მიღებული  და რეალიზებული  წყლის აღრიცხვა;
** მაღალი რისკის ზონების იდენტიფიცირება  და რისკების მინიმიზაციისთვის სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა;  
** საავარიო, პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების განსაზღვრა, კოორდინირება და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** ზრუნვა წყლის დანაკარგების შემცირებაზე;  
** ახალი აბონენტების მოძიება და მათთვის წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების მოწყობის სამუშაოების დაგეგმვა და მონიტორინგი;
** შემოსული განცხადებების/საჩივრების განხილვა, ანალიზი და სათანადო რეაგირება;
** დარიცხვების და გადახდების მონიტორინგი და დროული გადახდების უზრუნველყოფა;
** წყლის დატაცების ფაქტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა;
** საქმიანობის შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით;
** მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ სფეროში;
** პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** რამდენიმე საკითხზე პარალელური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge  არაუგვიანეს 2019  წლის 07 აპრილისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru