www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაცვლითი პროგრამა - აშშ
მომწოდებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 30 მარტი

მიმდინარეობს მიღება - ვიზიტი ამერიკის შეეეთებულ შტატებში: ტრენინგ-კონფერენცია გლობალური პრობლემების გადაჭრის ლაბორატორია 2019

"ევროპის აკადემიური ცენტრი" გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას გაემგზავროთ ამერიკაში და მონაწილეობა მიიღოთ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო პროექტში.

სად?- ფილადელფიის უნივერსიტეტი, პენსილვანია და გაეროს შტაბ-ბინა, ნიუ-იორკი.
როდის? 2019 წლის 16-26 ივნისი.

მოთხოვნები:

** ასაკი: 14 -დან 35 წლამდე;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** დისკუსიის წარმართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ მსოფლიოს წინაშე მდგარ მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს, მათი მოგვარების გზებს, ტექნოლოგიებს, კულტურას, რესურსებს და გააცნობიერონ, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ მომავლის უკეთესობისკენ შესაცვლელად.

პროგრამა მოიცავს:

** კონფერენცია ფილადელფიის უნივერსიტეტში (8 დღე);
** ასამბლეაზე მონაწილეობა ნიუ-იორკის გაეროს შტაბ-ბინაში (2 დღე)
** საცხოვრებლის ხარჯები ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში (სამჯერადი კვებით კონფერენციის დღეებში)
** კულტურული საღამოები, ექსკურსიები;
** პროგრამის საზეიმო დახურვა; დაჯილდოების ცერემონიალი;
** პროექტის სასაჩუქრე პაკეტი
** საკონფერენციო მასალა
** მოსამზადებელი ტრენინგები საქართველოში;
** თვითმფრინავის ბილეთები; (2 გზა)
** საორგანიზაციო ხარჯები, სავიზო დახმარება
** სამოგზაურო დაზღვევა

ეს პროექტი არის ადგილი, სადაც რეალურად ხდება გლობალური და ლოკალური პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავება.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 30 მარტი.
პროგრამაში მონაწილეობის სრული ხარჯები შეადგენს 4400 აშშ დოლარს.
ხარჯები არ მოიცავს ვიზის მოსაკრებლის ღირებულებას.
პროექტში დელეგაციის წევრთა რაოდენობა შეზღუდულია!
მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება მოთხოვნებს და გსურთ პროექტში მონაწილეობა, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/TxaUX3

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით:
"ევროპის აკადემიური ცენტრი"
თბილისი, კოსტავას 67 (სართული 2)
ტელ. (+995 32) 2 147270, 574 334 777
ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru