www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ ბანერების დიზაინერი
მომწოდებელი: ედლაინი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" -ს წევრი სარეკლამო კომპანია "ედლაინი" აცხადებს ვაკანსიას ვებ ბანერების დიზაინერის პოზიციაზე.

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. "პალიტრა მედია ჰოლდინგი" აერთიანებს 23 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ. კომერცია.

მოვალეობები:

** შემოსულ დაკვეთაზე ახალი სარეკლამო დიზაინის მოფიქრება; კომპანიის საპრომოციო და/ან საინფორმაციო მასალების დიზაინი/რედიზაინი; კომპანიის საპრომოციო და/ან საინფორმაციო მასალების ციფრული დამუშავება.
** HTML 5 ანიმაციური ბანერების შექმნა/დამზადება;
** მარკეტინგის დეპარტამენტის სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბებაში და მის ხარისხიანად შესრულებაში მონაწილეობის მიღება, მისი კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია Adobe Animate cc-ის ცოდნა;
** აუცილებელია შემდეგი პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, After Effects, 3D Max;
** აუცილებელია HTML5 ბანერებთან და ანიმაციასთან მუშაობის გამოცდილება.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 სთ;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის 49

დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xaaa9005056a2625311e8c25916606461 ან გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ მისამართზე vacancy@palitra.ge და "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აუცილებელია პორტფოლიოს გადმოგზავნა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 აპრილი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru