www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფის მენეჯერი
მომწოდებელი: კასა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 8 აპრილი

კომპანია "კასატრეიდის" ძირითადი მიმართულება არის GPS მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის, პარკინგის ავტომატიზაციის და გადახდის სისტემების შექმნა-გაყიდვა საქართველოში, საფრანგეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში.

ჩვენ ვეძებთ პიროვნებას - ოფის მენეჯერს, რომელიც მზად არის შეუერთდეს ჩვენს გუნდს. ამ პიროვნებას უნდა გააჩნდეს პრობლემების გადაწყვეტის უნარი, ასევე შესაძლებლობა, შემოუერთდეს ჩვენი პროგრამისტებისა და ინჟინერების გუნდს.

მოხარულები ვართ თქვენთან მუშაობით იმიტომ რომ:

** თქვენ გქონიათ გამოცდილება ანალოგიურ სამსახურში
** გაქვთ გამოცდილება Excel, Outlook, Word-თან მუშაობის
** იცით როგორ უნდა გაასწოროთ გაჭედილი პრინტერი
** იცით რომ CV-ში უნდა იყოს სურათიც
** გქონიათ გამოცდილება ხელშეკრულებებთან და სხვადასხვა დოკუმენტებთან
** გქონიათ გამოცდილება დებიტორებთან ე.წ მევალეებთან

თქვენ ნამდვილად მოგეწონებათ კასატრეიდ-ში მუშაობა იმიტომ რომ...

** წარმატებული და განვითარებადი კომპანია ვართ.
** გარდა უზარმაზარი გამოცდილებისა, ჩვენთან თქვენ მიიღებთ ანაზღაურებას.
** გვჯერა, რომ ვიყენებთ Agile მეთოდოლოგიას კომპანიაში

ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე და ვცდილობთ შევუქმნათ მათ მდგრადი და სტაბილური მომავალი:

** ხელფასი სატესტო პერიოდზე 300 ლარი (ხელზე არა, ბარათზე)
** აყვანის შემდგომ (500-700 ლარი გამოცდილება/ცოდნიდან გამომდინარე)
** ოვერტაიმის ანაზღაურება
** საპენსიო ხარჯის სრული ანაზღაურება

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@casatrade.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru