www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერიერის დიზაინ-პროექტების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Index
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

"Index" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინ-პროექტების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს "Index Group"-ის მულტი-ბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია ევროპის საუკეთესო და წამყვანი ბრენდების ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო მასალების სრული გამა: ავეჯი, განათება, მოსაპირკეთებელი მასალები, სააბაზანოს, სამზარეულოს ავეჯი და აქსესუარები.

"Index Design Center" გთავაზობთ ინტერიერის არქიტექტურას და დიზაინს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დიზაინ-ცენტრის ფარგლებში ინტერიერის დიზაინის პროექტების მოძიება და მოზიდვა;
** პროექტის მიღება, მომზადება, დამუშავება და მართვა.
** პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო მოქმედებების ჩატარება (მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების მომზადება, ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და სხვა);
** დამკვეთებთან და პროექტების შემსრულებლებთან აქტიური კომუნიკაცია.
** მუდმივი აქტიური ურთიერთობა ინტერიერზე და ექსტერიერზე მომუშავე დიზაინერებთან, არქიტექტორებთან; არსებული ბაზის მართვა; ახალი ურთიერთობების დამყარება და განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 25-40 წელი;
** დიზაინის და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა - როგორც მეტყველება, ასევე წერა;
** პრეზენტაციის ჩატარება;
** ინფორმაციის სწორი მიწოდების და დარწმუნების უნარი.
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** პროექტების გამართულად მართვის უნარი; პასუხისმგებლობის აღება და სწორი მენეჯმენტი;
** დროის ეფექტური მართვა;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** სასიამოვნო, კრეატიული გარეგნობა;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** კომუნიკაბელური და კოლეგიალური;
** განვითარებაზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პრობლემის გადაჭრის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სამუშაო პირობები:

** კომფორტულ სამუშაო გარემო საერთაშორისო კაპიტალით.
** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსები; მზარდი ანაზღაურება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა;
** სამუშაო გრაფიკი - სრული.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: careers@index.com.ge ("Subject"-ში მიუთითეთ: "ინტერიერის დიზაინ-პროექტების გაყიდვების მენეჯერის" პოზიცია)

სავალდებულოა: რეზიუმე უნდა იყოს ფოტოსურათით (!).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru