www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოფისმარტი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

"ოფისმარტი" არის საოფისე მომსახურების კომპანია, რომელიც ემსახურება ასობით ორგანიზაციას სრულიად საქართველოს მასშტაბით და ამარაგებს მათ სხვადასხვა დასახელების საოფისე ნივთებითა და მოწყობილობებით.

"OfficeMart.ge" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

** მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების შედგენა და შეთავაზებების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** ტარგეტირებული ბიზნეს სეგმენტების საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება და მათთვის ჩვენი კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება
** საჭიროების შემთხვევაში შეხევდრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება
** B2B მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება
** გაყიდვების გეგმის შედგენა და შედეგების ანალიზის პროცესში მონაწილეობის მიღება
** სამუშაოს ასახვა და მართვა ორგანიზაციულ პროგრამაში (asana)
** ინდ. ფასების და პირობების მინიჭება კონკრეტული კომპანიებისთვის
** პროდუქციის დასახელებების და სპეციფიკაციების მაღალ დონეზე შესწავლა

პასუხისმგებლობები: ჩვენი კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიით, რომლის გაზიარებაც სავალდებულოა კომპანიის ყველა თანამშორმლისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** კანდიდატი აუცილებელია იყოს ყურადღებიანი, დაკვირვებული და არაკონფლიქტური
** კანდიდატს უნდა შეეძლოს საკუთარი სამუშაო დროის ეფექტურად ორგანიზება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა კრიტიკული მნიშნელობისაა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შრომისმოყვარეობა

სამუშაო პირობები:

** სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო
** მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი ტიპის ანაზღაურების სისტემა, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და იქნება ერთერთი მოტივატორი თანამშრომლისთვის
** გამოსაცდელი ვადა: 1 კვირა

გამოაგზვანეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: officemartjob@gmail.com და სათაურში მიუთითეთ: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru