www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: ხმალაძე არქიტექტორები
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 9 აპრილი

კომპანია "ხმალაძე არქიტექტორები" (Khmaladze Architects) წარმოადგენს არქიტექტურული პრაქტიკის მქონე სტუდიას, რომლის პორტფოლიოც ითვლის მრავალი სხვადასხვა მასშტაბისა და ფუნქციის პროექტს.

კომპანია ეძებს დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს არქიტექტორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაო გარემოს, სხვადასხვა მასშტაბისა და ფუნქციის მქონე პროექტებზე მუშაობას და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებზე ჩართულობა, მისი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე
** საპრეზენტაციო/სქემატური მასალების მომზადება სხვადასხვა გრაფიკული/CAD პროგრამების გამოყენებით
** BIM ფაილის მომზადება, ორგანიზება და მართვა Autodesk Revit ის გამოყენებით
** მუშა დოკუმენტაციებთან მუშაობა გუნდის სხვა წევრებთან ერთად, სპეციფიკაციების მომზადება
** სამშენებლო მოედანზე, პროექტის არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი რეპორტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წელი
** სივრცითი აზროვნების უნარი
** კომპიუტერტული პროგრამების ცოდნა(Autodesk Revit, Autodesk AutoCAD, Adobe suite, Microsoft Office)
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი მოტივაციის მქონე
** ადვილად ადაპტაციის უნარი
** პუნქტუალურობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** ინიციატივის მქონე
** ყურადღება დეტალების მიმართ
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

კომპანია დამატებით ეძებს ასევე სტაჟირების მსურველებსაც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორთფოლიო შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: jobs@giorgikhmaladze.com არაუგვიანეს 2019 წლის 9 აპრილისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru